Monday, August 8, 2011

სოფელ კლდისუბნის ადგილის გეგმა

პროექტის სახელწოდება: სოფელ კლდისუბნის ადგილის გეგმა.
პროექტის მთავარი იდეა: შეიქმნას სოფელ კლდისუბნის ტოპოგრაფიული რუკა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები დაეუფლებიან გარემოში ორიენტირების უნარ–ჩვევებს, ტოპოგრაფიული რუკის კითხვას და გამოიყენებს დანიშნულებისამებრ. კარგად გაეცნობიან თავიანთი სოფლის გეოგრაფიულ გარემოს.
პროექტის მიზანი: ბავშვები დაეუფლებიან ტოპოგრაფიული რუკის შედგენას. მათ განუვითარდებათ კვლევა ძიების უნარ–ჩვევები. ჩამოუყალიბდებათ თანამშრომლობითი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
მოსწავლეთა ასაკი: 14–15წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 15 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ს. კლდისუბნის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც განთავსდება პროექტის ბლოგზე და სხვა დაინტერესებულ პირებსაც საშუალება ექნებათ გამოიყენონ ის.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: გეოგრაფიის სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ფანქრები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა–Power point-ში.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1.საპროექტო თემის გაცნობა სამიზნე ჯგუფებისათვის (შეიქმნება 2 სამიზნე ჯგუფი). 2.ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა დატანა შესაბამის ფორმატზე. 3.ადგილის გეგმის მასშტაბის შესაქმნელად პირველი ჯგუფი  განსაზღვრავს(ზომავს) მანძილს სოფლის დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით,ხოლო მეორე ჯგუფი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. 4. ორივე სამიზნე ჯგუფი იკრიბება და შეაჯამებს მონაცემებს. იქმნება ს. კლდისუბნის ადგილის გეგმის მასშტაბი.
5.ტოპოგრაფიულ რუკაზე დაიტანება ყველა ობიექტი შესაბამისი ნიშნებით.
6. პრეზენტაცია. მთელი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს გააცნობენ სამიზნე ჯგუფები მათ მირ გაწეულ სამუშაოს და აჩვენებენ ს. კლდისუბნის ტოპოგრაფიულ რუკას(ადგილის გეგმას).
შენიშვნა: ყველა აქტივობა მიმდინარეობს გეოგრაფიის მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები პროექტის მსვლელობის განმავლობაში ავლენენ გეოგრაფიულ, ისე მათემატიკურ ცოდნას(მასშტაბის შექმნისას). სივრცე და დრო.  
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მელანო ლობჯანიძე

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: melanolobjanidze77@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:melanolobjanidze77.blogspot.com     

No comments:

Post a Comment